Monday, May 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ აღიარებს ბრალდებებს”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

March 19, 2025
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ცხრა პირიდან ორს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. საუბარია ნარკორეალიზაციის ეპიზოდზე. ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების გასაღება, ასევე გასაღების მცდელობა – ასეთია ბრალის შინაარსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხრა დაკავებულიდან ოთხი ნარკორეალიზატორია – ბრალდებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათი ნაწილი წარსულში ნასამართლევია.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, დარიკო თორდია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.

“არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს, თავს არ ცნობს დამნაშავედ, აქედან გამომდინარე, დამატებით კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ შემიძლია სხვა ფაქტებზე ვისაუბრო,” – აცხადებს ადვოკატი.

კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი, თამარ დოხტურიშვილი აცხადებს, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებში, უშუალოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან, ნარკოტიკებთან შემხებლობა არ ჩანს.

“ალიასგარ ალიევი არ აღიარებს, მიიჩნევს, რომ მას შემხებლობა არ ჰქონია საერთოდ და აბრალებენ – ასეთი პოზიცია აქვს. რაც შეეხება მტკიცებულებებს – ჯერ რაღაც ნაწილია წარმოდგენილი და უშუალოდ, მისი შემხებლობა ნარკოტიკთან არ ჩანს. საქმის მასალებზე, ამ ეტაპზე, ვერ ვისაუბრებ,” – აცხადებს ადვოკატი.

საქმის პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი კი ამბობს, რომ საქმეში დევს როგორც მოწმის ჩვენება, ისე აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც დაკავებულების დანაშაულს ადასტურებს.

“იმხილებიან ნარკოტიკული საშუალება კოკაინის უკანონო რეალიზაციის სამ ეპიზოდში, ბრალდების მხარემ ვიშუამდგომლეთ, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ვინაიდან არსებობდა საფრთხე როგორც მიმალვის, ისე მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების. სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. მოცემულ საქმეზე არის როგორც მოწმის ჩვენებები, ისე აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც გადაღებული იქნა საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისას, ამოღებულია ნივთიერი მტკიცებულებებიც,” – აცხადებს პროკურორი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ ეს უნდა იცოდეთ
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე?
  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge