Thursday, December 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„უპატიებელი ცოდვა ჩავიდინე…“ – რას ჰყვება ნინო ჯანგირაშვილი

March 18, 2025
“დავრწმუნდი, რომ ჩემი წყაროები არ ტყუიან”- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი?

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ის ოპოზიციურ აქტორებსა და მიმდინარე პროტესტს ეხება.

„ჩემი გაგებით უპატიებელი ცოდვა ჩავიდინე 2018–ში, როცა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არ წავედი, იმდენად მიუღებელი იყო ჩემთვის არჩევანის გაკეთება ვაშაძეს და ზურაბიშვილს შორის. ერთადერთხელ გამოვტოვე არჩევნები ცხოვრებაში. ამით იმის თქმა მინდა, რა დონის მიუღებლობა მქონდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ არჩევნებისას და მერეც, წლების მანძილზე. (ვაშაძეს რაღას ერჩოდიო არ დამიწყოთ. დრომ აჩვენა, რომ სწორად ვერჩოდი და ეგ რომ აერჩიათ შეიძლება დღეს ნომერ პირველი ქოცი ყოფილიყო) მაგრამ დღეს ზურაბიშვილი არის უკიდურესად აუცილებელი ჩვენთვის, ჩვენი საპროტეტო მოძრაობისთვის, რომელსაც პოლიტიკურ კომპონენტში უდიდესი პრობლემა აქვს და ეს ძალიან აზიანებს პროცესს. შიდა პროცესის გაძლიერებაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ დასავლეთის მხარდაჭერა ბევრად დიდი იქნებოდა, ჩვენ რომ გვყავდეს გამოკვეთილი ალტერნატივა და ძლიერი ოპოზიცია, რომელიც რამენაირ ბმას მაინც შეძლებდა საკუთარ ხალხთან და ერთმანეთთან. ფაქტია, რომ ძალადობრივ რეჟიმს ეშინია მხოლოდ მასზე უფრო დიდი ძალის და ეს ძალა არის დასავლეთი, რომელსაც შეუძლია ივანიშვილი ცარიელ–ტარიელი დატოვოს. დასავლეთის მხარდაჭერა და რეჟიმის არაღიარების პოლიტიკა ამ დრომდე მხოლოდ ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობით არის განპირობებული, რომელიც პროტესტს არ წყვეტს. ამიტომ არ უჯდება არავინ სალაპარაკოდ ივანიშვილის მაგიდასთან. ამიტომ ცდილობს ივანიშვილი რომ პროტესტი ყველა ფორმით ჩაახშოს. მაგრამ ჩვენ ბევრად ძლიერები ვიქნებოდით, ოპოზიციას კოორდინაცია და საგარეო ფრონტზე მაინც ერთიანი პოზიციით და მესიჯებით გასვლა რომ შეძლებოდა. დასავლეთში ზუსტად ისე ხედავენ ჩვენს ოპოზიციას, როგორც ჩვენ – რაღაც გაუგებარ ამორფულ მასას, რომელსაც დიდად ჭკუა არ მოეკითხება და რომელსაც საკუთარ ამომრჩეველთან ვერ გაურკვევია ურთიერთობა. მათ ჭირდებათ კომუნიკატორი ქართველ ხალხთან, კონკრეტული გამტარი, ერთგვარი ცენტრი. ჩვენც გვჭირდება. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ამ ფუნქციის შესრულებას დღეს და მეტნაკლებად გამოსდის, ყოველ შემთხვევაში სხვა ალტერნატივა რა გვაქვს? ვინმემ რამე მოიფიქრა ამ თვეების განმავლობაში? ამიტომ, დღეს მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი. ოპოზიციის ქცევას რაც შეეხება, ეს უკვე უვარგისობა ან უუნარობა კიარა, თანდათან დანაშაული ხდება საკუთარი ხალხის წინაშე. როცა შეგიძლია რამდენიმე მარტივი გადაწყვეტილებით და ნაბიჯით დაეხმარო შენს ქვეყანას და არ აკეთებ, თან ამის ნაცვლად იმასაც უტევ, ვინც ამას ცდილობს ეს არის დანაშაული. იფიქრეთ ამაზე. ან შეიცვლებით, ან ჩაგრეცხავთ ხალხი, იმიტომ რომ თუ ასეთ დრამატულ მომენტში არ გამოგვადექით, აღარც არასდროს გამოგვადგებით“, – წერს ჯანგირაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა – რა ხდება ადგილზე
  • ამ წუთებში, ქუთაისში, სავაჭრო ობიექტების ტერიტორიაზე ხანძარია – ვითარება ადგილზე
  • “დავიხოცეთ, ვინც შევესწარით ამ ტრაგედიას“- რას ამბობენ თვითმხილველები ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge