უნგრეთმა რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ესაუბრა.
ინფორმაციას გამოცემა Politico საკუთარ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
იანვარში უნგრეთი აცხადებდა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებისთვის ვეტოს დადებას გეგმავდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ერთიან გადაწყვეტილებას დათანხმდა.
Politico-ს ორი წყაროს თანახმად, მარკო რუბიომ მოუწოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თავი შეიკავონ ევროკავშირის სანქციების სისტემისთვის ძირის გამოთხრისგან. წყაროების თანახმად, სწორედ ამ საუბარმა იქონია გავლენა ბუდაპეშტის გადაწყვეტილებაზე.
ევროკავშირში სანქციების რეჟიმის გახანგრძლივება წელიწადში 2-ჯერ განიხილება – იანვარსა და ივლისში.