“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის განაჩენსა და “ნანუკას ფონდის” დაყადაღების საკითხს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით.
“დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით:
მიშა სააკაშვილს ისეთი მიუსაჯეს, მერე მანამადე მისჯილებს დაამატეს, მერე ჯამი კვადრატში აიყვანეს და საბოლოოდ 12 წელიწად ნახევარზე ავიდნენ. გასაგებია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე ავტორიტარიზმზე და ქვეყანის მთავარ პოლიტპატიმარზე ვსაუბრობთ (ზვიადის დაპატიმრება ვერ მოასწრეს დამოუკიდებელ საქართველოში) და არაფერი აღარაა გასაკვირი.
ყველა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა დაზარალებულებს (ნანუკას, გილაურის და სხვებიც) დააყადაღეს. ჯერ ხომ ხალხს აჯარიმებენ წარმოუდგენელი თანხით. ახლა ვინც უხდის ამ თანხებს, ვინც უკანონო პატიმრებს ეხმარება – იმათაც აჯარიმებენ. აგერ, ნანუკა ჟორჟოლიანს მთლად გურიის დახმარებისთვის მოთხოვენ პასუხს, რა ვიცი, თოვლის დისკრედიტაციისთვის უჩივლებს ალბათ “შეურაცხყოფილი თოვლი”. არც ესაა გასაკვირი, სრულიად არა.
მარა, გასაკვირი იცით რა არის? რა და ის, რომ ამდენი “არც ესაა გასაკვირი” დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ. აი ეს კი ნამდვილად გასაკვირია.” – დაწერა გვარამიამ.