“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” სოციალურ ქსელში წერს, რომ დაყადაღებულია მათი ანგარიშები.
“დაყადაღებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები.
ჯერ-ჯერობით, დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია.
რთული პერიოდია, თუმცა გვჯერა, ერთად ყველა სირთულეს გადავლახავთ.” – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.