46 წლის ქართველი, რომელმაც გერმანიაში, ტრამვაიში ცოლს აალებადი ნივთიერება გადაასხა, პოლიციაში გამოცხადდა.
მან დანაშაული აღიარა.
შეგახსენებთ, გუშინ, გერმანიაში, ქალაქ გერაში, ტრამვაიში 46 წლის ქართველმა მამაკაცმა ცოლს აალებადი ნივთიერება გადაასხა.
ქალი სამაშველო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა. ის ჰოსპიტალშია.
გერმანელი მაღალჩინოსნების ცნობით, მგზავრებმა ტრამვაიში სასწრაფო დახმარების ღილაკს დააჭირეს, რის შემდეგაც, კარი გაიღო და დამნაშავე გაიქცა. ცეცხლი ტრამვაის მძღოლმა ცეცხლმაქრით ჩააქრო.