აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს ფართომასშტაბიან საბიუჯეტო შემცირებას ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოში (USAGM), რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო მაუწყებლების, მათ შორის, Voice of America-ს (VOA) და Radio Free Europe/Radio Liberty-ის (RFE/RL) მთავარი დამფინანსებელი სტრუქტურა.
2024 წელს USAGM-ის დაფინანსება 886 მილიონი დოლარი იყო. ორგანიზაცია მთლიანობაში 3,500 ადამიანს ასაქმებს. 2024 წელს რადიო თავისუფლების ბიუჯეტი 146 მილიონი დოლარი, ამერიკის ხმის დაფინანსება კი 267 მილიონი დოლარი იყო. ამასთან, USAGM-ის ადმინისტრაციის ბიუჯეტმა 238 მილიონი დოლარი შეადგინა.
გარდა ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლებისა, USAGM-ი ასევე აფინანსებს რადიო თავისუფალ აზიას 63 მილიონი დოლარით და ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო საშუალებებს 106 მილიონი დოლარით.
ბიუჯეტის თანახმად, 2024 წელს რადიო თავისუფლების ქართული ოფისის დაფინანსება USAGM-იდან 2.46 მილიონი დოლარი, ხოლო ამერიკის ხმის ქართული ოფისის დაფინანსება კი 1.3 მილიონი დოლარი იყო… კითხვა განაგრძეთ ბმულზე.