პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსული ენერგორესურსებისა და საბანკო სექტორისთვის სანქციების გაფართოებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
“ბოროტი ენები ამბობენ – რუსებს და ქოცებს ბაიდენი უკვე ენატრებათო…ციკლიდან “მოგენატრებათ მამათი”-ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსულ ენერგორესურსებსა და საბანკო სექტორს სანქციები გაუფართოვა.
“CBS”-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხაზინამ გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იანვარში დაწესებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც საშუალებას იძლეოდა კონკრეტული ენერგეტიკული ტრანზაქციები სანქცირებული რუსული ბანკების მეშვეობით განხორციელებულიყო. ახალი სანქციებით კი ბანკებს წვდომა აღარ ექნება აშშ-ის გადახდის სისტემასთან, შესაბამისად, ენერგორესურსების ოპერაციებთან დაკავშირებით ტრანზაქციები გართულდება.