ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთთან ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 10. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
ავარიის შედეგად დაშავებულები სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“მთავარი არხის” ვებგვერდი დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.