გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მოკლულია 21 წლის სპორტსმენი, გიორგი ახალაია – როგორც ირკვევა ის ერთ-ერთ კაზინოში დაცვად მუშაობდა. მოკლულ ახლაგაზრდას, სავარაუდოდ, ყელი გამოჭრეს.
“სად მოგილოცო დაბადების დღე? ეს რა ჯოჯოხეთიააა? რანაირად გავიმეოროოო? რანაირად დავიჯეროოოო? ჩემი გიორგი მომიკლეს… ჩემი იუბილარი ბიჭი აღარ მყააავს.. ჩემი ჩემპიონიიი,” – წერს ოჯახის ახლობელი.
გიორგი ახალაია 2 გზის საქართველოს ჩემპიონი იყო კრივში. ის, ხობის რაიონის, სოფელ საჯიჯაოს მკვიდრი იყო.