Sunday, May 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“… ეს იმ­დე­ნად ცხა­დია, მიკ­ვირს ამას რო­გორ ვერ ხე­დავს?” – ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე

September 28, 2021
“… ეს იმ­დე­ნად ცხა­დია, მიკ­ვირს ამას რო­გორ ვერ ხე­დავს?” – ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა “ფეისბუქის” გვერდზე კი­ე­ვი-თბი­ლი­სის ბი­ლე­თის ჯავ­შა­ნი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ექს- პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ბი­ლე­თი 2 ოქ­ტომ­ბრის­თვის შე­ი­ძი­ნა და 23:05 საათზე სამ­შობ­ლო­ში იქ­ნე­ბა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტოლოგმა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ ambebi.ge -თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა საკუთარი განცხადებით “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩევ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა, ვიდ­რე “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ და ამით პირ­და­პირ “და­არ­ტყა” პა­ტა­რა პარ­ტი­ებს, პირ­ველ რიგ­ში კი – გი­ორ­გი გა­ხა­რიას.

“სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს გან­ცხა­დე­ბა და ბი­ლე­თის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა მთლად “ნა­ცე­ბის” სა­სარ­გებ­ლოდ არ მგო­ნია იყოს, იმი­ტომ, რომ თუ მას ბი­ლე­თის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და, მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა “ნაც­მოს” ამომ­რჩევ­ლის­თვის, მისი ამომ­რჩე­ვე­ლი ისე­დაც საკ­მა­ოდ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია. ვფიქ­რობ, ამ გან­ცხა­დე­ბით სა­ა­კაშ­ვილ­მა, მის­და უნე­ბუ­რად, უფრო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩევ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა და პირ­და­პირ და­არ­ტყა პა­ტა­რა და­მო­უ­კი­დე­ბელ პარ­ტი­ებს, პირ­ველ რიგ­ში კი გა­ხა­რი­ას. ეს იმ­დე­ნად ცხა­დია, რომ ცოტა მიკ­ვირს კი­დეც, ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მოც­დი­ლი გუნ­დის­გან, რო­გო­რიც “ნაც­მოა”, ამას რო­გორ ვერ ხე­დავს? “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ 43% პრობ­ლე­მა­ტუ­რი გახ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც გა­ხა­რია შე­მო­ვი­და პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე.

თუ მა­ინც მოხ­და ისე, რომ ჩა­მო­ვი­და, რაც ჩემ­თვის მცი­რე ალ­ბა­თო­ბაა, რა თქმა უნდა, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უნდა აღას­რუ­ლოს კა­ნო­ნი, სხვა შან­სი მას არ ექ­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თოს, მაგ­რამ 1 თვე, მერე ყო­ველ­გვა­რი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე ეს აქ­ცი­ე­ბი დას­რულ­დე­ბა, მი­ი­ლე­ვა ისე, რო­გორც არა­ერ­თხელ მი­ლე­უ­ლა, სულ ეს იქ­ნე­ბა. და თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ და­ა­პა­ტიმ­რეს, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ “ოც­ნე­ბა“ ძა­ლა­უფ­ლე­ბას თმობს.

ვინ­მეს თუ ჰგო­ნია, რომ ეს ისე­თი­ვე პრო­ცე­სია, რაც იყო მე­ლი­ას დროს, ასე არ იქ­ნე­ბა. მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა მოჰ­ყვა გარ­კვე­ულ პრო­ცესს – საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას, შე­სა­ბა­მი­სად, მისი და­პა­ტიმ­რე­ბა აღ­ქმუ­ლი იყო, რო­გორც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის და მისი ლი­დე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აქტი. არც და­სავ­ლე­თი­დან და არც ხალ­ხის მხრი­დან არ მგო­ნია მის და­კა­ვე­ბას დიდი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვეს. არა­ნა­ი­რი მუხ­ტი არ არის მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც, რომ პრო­ტეს­ტი ქუ­ჩა­ში გა­და­ვი­დეს. არის “ნაც­მოს” გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც გა­მო­ვა ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ ეს ხომ ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 900-ჯერ ვნა­ხეთ? ამას მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უნდა ჰქონ­დეს რე­ზო­ნან­სი, მაგ­რამ ჩანს, რომ არ აქვს და არ ექ­ნე­ბა, ასე­თი პრო­ტეს­ტის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი. პრო­ტეს­ტი ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თუ “ოც­ნე­ბა“ წე­სი­ე­რად და ჭკვი­ა­ნუ­რად გა­დად­გამს ნა­ბი­ჯებს, ეს პრო­ტეს­ტი ისე­ვე ჩა­ცხრე­ბა, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი პრო­ტეს­ტი, იმი­ტომ, რომ პრო­ტესტს მა­შინ აქვს აზრი, როცა რუს­თა­ველ­ზე მყო­ფი ხალ­ხის აზრს იზი­ა­რებს მო­სახ­ლე­ო­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც შინ ზის და ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებს. როცა ეს თან­ხვედ­რა არ არის, გინ­დაც 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნე, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა,” – განუცხადა ambebi.ge – ს ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება, საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე დააანონსა.

https://mix.metronome.ge/21713-2/

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს“ გოლი გაუტანა
  • 🎥იყავით ფრთხილად! – ბათუმში ქარიშხალი დაიწყო
  • “ყვე­ლა­ფე­რი ყალ­ბი იყო… ეს გოგონა “ოც­ნე­ბის” ან­ტი­და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის ია­რა­ღად იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ევ­რო­პის სცე­ნა­ზე”- რას წერს რომან გოცირიძე “ევროვიზიაზე”?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge