ამ წუთებში დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა გადატვირთულია- ინფორმაციას“გურია ნიუსი” ავრცელებს.
“აღმოსავლეთისკენ ძალიან დიდი საცობია, შემოვლითი გზით, მცხეთიდან გამოგვიშვეს, მაგრამ აქაც საცობია” _ ამბობს წყარო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ : არაგვის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ალტერნატიული გზითაც იქნება შესაძლებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს გზის ერთ ზოლზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, გაზრდილი მოძრაობის ინტენსივობის პირობებში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით, რის გამოც, სამუშაოების წარმოების პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით შესაძლებელია ისარგებლოთ ალტერნატიული გზებით – ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით.