ჟურნალისტმა თორნიკე კვერენჩხილაძემ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემის “დღის ამბები” მეშვეობით საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა:
“ჩემი აზრით. ისევ სხვა თემაზე ვლაპარაკობთ, შესვლა – არ შესვლა, ხელის მოწერა – არ მოწერა, გასვლა – არ გასვლა და მიშას ჩამოსვლა – არ ჩამოსვლა. მე ისევ ჩემს ვერსიაზე ვდგავარ მყარად – ცირკი, თავის მოტყუება, ილუზიაა ყველაფერი – თუ ჩამოსვლა გინდა ჩამოდი. რად უნდა ამდენჯერ თქმა, მერე გადათქმა, მერე თქმა, მერე ისევ გადათქმა.
ბებიაჩემს, რომ ვენატრები ვდგები და ჩავდივარ გურიაში. ახალი წლისთვის ჩამოვალ ბებო ახლა არ მცალია, მიშამ დადო ბილეთი და ამაზე უნდა ვილაპარაკო. მე გზაში დაახლობით 5-6 საათი მჭირდება, კიევიდან 2 საათში თვილისში ხარ, გზაში გაჭმევენ კიდეც. მე რიკოთზე უნდა გავჩერდე. გინდა ჩამოსვლა? – ჩამოდი! უსამართლოდ თუ გაგასამართლეს, ჩამოდი და შეეწინააღმდეგე, თუნდაც ციხიდან, იმიტომ, რომ ბატონო მიხეiლ თქვენი წილიც მსუყეა თემიდაs თვალებიდან სახვევის ჩამოგლეჯაში და მისთვის პარტიული მაისურის ჩაცმაში.
ასე, რომ ბატონო მიხეილ, ნუ გვეწუწუნებით, ნუ გვთხოვთ ვინმეს რამის განძრევას. გასანძრევად, შესაცვლელად გასაკეთებლად იყავით არჩეული. ახლა შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენსავე გაკეთებულ გილიოტინისკენ მიყავხართ ჯალათს. რაღაცები რომ გააკეთე, ჯერ სასამართლოები იმასგექნა. მიშა თუ ჩამოსვლა გინდა, ჩაალაგე ჩემოდანი და ჩამოდი. მართლა, ” – მიმართა კვერენჩხილაძემ სააკაშვილს.
ცნობისთვის, საქართველოს ექს- პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის” გვერდზე კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოს გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ის საქართველოში 2 ოქტომბერს მოფრინავს.
ბილეთზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი თბილისში 23:05 საათზე იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება, საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე დააანონსა.