Monday, December 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თუ ეს კო­მუ­ნი­კა­ცია ვინ­მეს არ მოს­წონს, თა­ვის თავს და­აბ­რა­ლოს”- რის შესახებ საუბრობს გია ხუხაშვილი?

March 15, 2025
“თუ ეს კო­მუ­ნი­კა­ცია ვინ­მეს არ მოს­წონს, თა­ვის თავს და­აბ­რა­ლოს”- რის შესახებ საუბრობს გია ხუხაშვილი?

ამე­რი­კე­ლებს თა­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ და ბუ­ნებ­რი­ვია ისი­ნი შეხ­ვდე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, აბა რას იზა­მენ? ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში რის­თვის ზის? მას ყვე­ლას­თან ექ­ნე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია. თუ ეს კო­მუ­ნი­კა­ცია ვინ­მეს არ მოს­წონს, თა­ვის თავს და­აბ­რა­ლოს ( ოპო­ზი­ცია მყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში), -ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა, გია ხუ­ხაშ­ვილ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელ­ჩის, რო­ბინ და­ნი­გა­ნის შეხ­ვედ­რის თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლოგ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ აღ­ნიშ­ნა, შე­საძ­ლოა ამე­რი­კის ელჩმა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის­თვის გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი წა­უ­ყე­ნა.

ასე­ვე, ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო “პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი“.

“შეხ­ვედ­რას მო­ნო­ლო­გის სახე ექ­ნე­ბო­და. და­ნი­გა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის გარ­კვე­ულ პი­რო­ბებს წა­ა­ყე­ნებ­და. ეს პი­რო­ბე­ბი არის ვექ­ტო­რის დაბ­რუ­ნე­ბა იმ კა­ლა­პოტ­ში, რა­შიც ვი­თარ­დე­ბო­და ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა რუ­სე­თის­კენ შეტ­რი­ალ­და და ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის ლუკ­მა გახ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა დას­რულ­დეს და ქვე­ყა­ნა უნდა და­უბ­რუნ­დეს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გან­სა­ზღვრულ მი­მარ­თუ­ლე­ბას. ასე­ვე სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბო­და პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც ამ ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი.

შორს მი­მა­ვალ დას­კვნებს ვა­კე­თებთ. ეს არის წი­ნა­და­დე­ბე­ბის ფორ­მა­ლი­ზე­ბა. რად­გან მი­ნის­ტრად მო­იხ­სე­ნია ეს არის დე-ფაქ­ტო ვი­თა­რე­ბა, დე-ფაქ­ტო ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი არის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. რა თქმა უნდა, მას ლე­გი­ტი­მუ­რად არ ვა­ღი­ა­რებთ, მაგ­რამ დე ფაქ­ტოდ.

მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უნდა მივ­ყვეთ. ეს არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი თა­მა­ში. ბუნ­დო­ვან ვი­თა­რე­ბა­ში რომ ვართ ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ ამა­ში “თა­ვი­სი წვლი­ლი“ ოპო­ზი­ცი­ა­საც მი­უ­ძღვნის. ამე­რი­კე­ლე­ბი ოპო­ზი­ცი­ა­შიც ვერ ხე­და­ვენ წელ­ში გა­მოყ­ვა­ნილ ოპო­ზი­ცი­ას. ამე­რი­კე­ლებს თა­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ და ბუ­ნებ­რი­ვია ისი­ნი შეხ­ვდე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, აბა რას იზა­მენ? ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში რის­თვის ზის? მას ყვე­ლას­თან ექ­ნე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია. თუ ეს კო­მუ­ნი­კა­ცია ვინ­მეს არ მოს­წონს, თა­ვის თავს და­აბ­რა­ლოს (ოპო­ზი­ცია მყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში)“,- გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ტო­ლოგ­მა.

ხუ­ხაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ “კარ­გს არა­ფერ მო­უ­ტანს“.

“ბუ­ნებ­რი­ვია, ამე­რი­კე­ლე­ბი პი­რო­ბას წა­ა­ყე­ნებ­დნენ. უპი­რო­ბოდ შევ­რიგ­დე­თო ამას არ ეტყოდ­ნენ, ეს გა­სა­გე­ბია. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს უკან და­სა­ხე­ვი რე­სურ­სი, ამა­შია მათი პრობ­ლე­მა. ვერც ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­საც უკან ვერ და­აბ­რუ­ნე­ბენ. სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბის ეში­ნი­ათ. ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი ნა­ბი­ჯი, სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბად აღიქ­მე­ბა. არ მგო­ნია, რომ ამ შეხ­ვედ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის რამე კარ­გი მო­ი­ტა­ნოს“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, და­ნი­გა­ნი-ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა რა გზავ­ნი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ოპო­ზი­ცი­ის­თვის, ხუ­ხაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს სჭირ­დე­ბათ ისე­თი საყ­რდე­ნე­ბი ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვა და, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა.

“და­სავ­ლელ­მა პარტნი­ო­რებ­მა და ელ­ჩებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს ოპო­ზი­ცია. ოპო­ზი­ცია არ არის სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­ში. და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს ქვე­ყა­ნა­ში შე­სა­ბა­მი­სი საყ­რდე­ნე­ბი სჭირ­დე­ბათ, ძლი­ე­რი პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვა და, რომ­ლებ­საც ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა აქვთ“,- აღ­ნიშ­ნა მან.

პო­ლი­ტო­ლოგ­მა ასევ ისა­უბ­რა უწყვეტ პრო­ტესტზე. მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ამ პრო­ტეს­ტში სრულ­ფა­სოვ­ნად ინ­ტეგ­რა­ცია ვერ მო­ა­ხერ­ხა.

“ამ­დე­ნი დრო გა­ვი­და, პრო­ტეს­ტში სრულ­ფა­სოვ­ნად ინ­ტეგ­რა­ცი­აც კი ვერ მო­ა­ხერ­ხეს. სულ გა­და­დე­ბა, გა­და­დე­ბა, ახლა 31 მარ­ტი გა­მოგ­ვი­ცხა­დეს. ერ­თი­ა­ნო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ჩვენ მათი ერთ პარ­ტი­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა კი არ გვინ­და. ჩვენ გვინ­და მათი კარ­გი კო­ორ­დი­ნა­ცია იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა და­უბ­რუნ­დეს ევ­რო­პულ გზას. რა­ტომ წე­ლა­ვენ? აქამ­დე რა­ტომ არ გა­ა­კე­თეს? ამა­სო­ბა­ში მოვა ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბიც. ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ რამ­დე­ნი დრო და­ი­კარ­გა. მხე­დარ­თმთავ­რის გა­რე­შე მო­გე­ბუ­ლი ომი გი­ნა­ხავთ? მძღო­ლო­ბა უნ­დათ, მაგ­რამ უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე უნ­დათ დაჯ­დო­მა და არა სა­ჭეს­თან.

უნდა გა­ა­კე­თონ და თუ ვერ აკე­თე­ბენ ეს არის სი­სუს­ტე, სხვა კი არა­ფე­რი. მი­ზე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა ხუ­თა­სი ჰქონ­დეთ. მე ფაქტს ვუ­ყუ­რებ – ისი­ნი ამას ვერ აკე­თე­ბენ!

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ას ქი­ლი­კით ელა­პა­რა­კე­ბა, არა­სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რებს. და, რაც მთა­ვა­რია გას­დის. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ აქეთ მხა­რეს ენერ­გი­ას ვერ ხე­და­ვენ. ამ­ხე­ლა პრო­ტეს­ტია ქვე­ყა­ნა­ში და ამის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას ვერ ახერ­ხე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი. 31 მარ­ტიც დად­გე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლალი მოროშკინამ კულტურის დესპანის წოდება მიიღო
  • კოლუმბიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა
  • როდიდან გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge