მიხეილ სააკაშვილის საქართელოში ჩამოსვლის საკითხს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
„ეჰ, მეც ავიღე ერთხელ ეგრე ბილეთი და ის რეისი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში ისე დასვეს, რომ ლამის ძროხას დაეჯახა,” – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს ექს- პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის” გვერდზე კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოს გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ის საქართველოში 2 ოქტომბერს მოფრინავს.
ბილეთზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი თბილისში 23:05 საათზე იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება, საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე დააანონსა.
https://mix.metronome.ge/21689-2/