გურიაში, ლანჩხუთში ავარიას 15 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა.
როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.