CBS NEWS-ის ცნობით, აშშ-ში, American Airlines-ის თვითმფრინავს, რომელსაც 178 მგზავრი გადაჰყავდა, დენვერის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვების შემდეგ, ცეცხლი გაუჩნდა.
მგზავრების ევაკუაცია თვითმფრინავის ფრთიდან მოხდა.
სერიოზული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ არ გავრცელებულა, მაგრამ, ავიაკომპანიის განცხადებით, ხანძრიდან 3 საათის შემდეგ, 12 მგზავრი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.