ალექსანდრე მაღლაფერიძე,ამერიკის საერთაშორისო ადამიანთა უფლებების დაცვის ცენტრის მთავარი კომისარი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სოციალურ ქსელში გია ვოლსკის მიმართავს და დახმარებას სთხოვს:
“სასწრაფო დახმარების თხოვნა ჩვენი 34 წლის წინ დაკარგული ტყუპი შვილების საქმესთან დაკავშირებით
მოგესალმებით, ბატონო გია !
ჩვენ, ალექსანდრე და დარიკო მაღლაფერიძეები,
მოგმართავთ სასწრაფო დახმარების თხოვნით უკიდურესად მძიმე და შემაძრწუნებელი ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით.
1990 წლის 21 მაისს დილის 2:00 საათზე ქალაქ თბილისის ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლში,ჩვენს ოჯახს შეეძინა ტყუპი ბავშვები. თუმცა, მათი დაბადებიდან მეორე დღეს სამედიცინო პერსონალმა გვაცნობა, რომ ორივე ჩვილი გარდაიცვალა. წლების განმავლობაში ჩვენი ბავშვების მრავალ წლიანი ძებნის და მიუხედავად ჩვენ მაინც ვერ შევძელით ამ ინფორმაციის სულ მთლიანად ბოლომდე გადამოწმება, ხოლო მოგვიანებით ჩვენამდე მოაღწია ცნობებმა, რომ შესაძლოა, ჩვენი შვილები იმ პერიოდში უკანონოდ გაყიდეს ან სხვა ოჯახებში მოხვდნენ.
ჩვენ არაერთხელ მივმართეთ როგორც საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა ყველა უწყებამ უარი განაცხადა საქმის გამოძიებასა და ინფორმაციის გაშუქებაზე დღემდე..
გთხოვთ, როგორც საქართველოს პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირს, შეგვიწყოთ ხელი აღნიშნული დანაშაულის გამოძიებაში. ჩვენ ვეყრდნობით სამართლებრივი და ჰუმანიტარული პრინციპების დაცვას და გვჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს სიმართლის დადგენას.
ჩვენ ასევე უკვე საქმის კურსში ჩავაყენეთ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი, ვინაიდან ეს საქმე საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს.
გთხოვთ, დაგვინიშნოთ შეხვედრა ან მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამ უმძიმეს საქმესთან დაკავშირებით”- წერს მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.