დემნა გვასალიას ბალენსიაგას მოდის სახლს ემშვიდობება, – ამის შესახებ გამოცემა WWD წერს.
“ის იტალიური ბრენდის გუჩის კრეატიულ დირექტორის ანაცვლებს, რომ გაუხსნას ახალი სუნთქვა, ბრენდს, რომელიც ერთ ადგილას გაჩერდა“ – წერს სტატიის ავტორი.
დემნა არის ამ თაობის საუკეთესო კრეატიული დირექტორი და მან ეს დაამტკიცა, -თქვა გუჩის მოდის სახლის ხელმძღვანელმა მედიასთან საუბრის დროს.
მისივე განმარტებით, დემნამ შექმნა ინდივიდუალური ხელწერა, მთელი მისი მოღვაწეობის დროს.
მან დაამტკიცა მისი უნარი, მოახდინოს გარდასახვა,- უთხრა ჟურნალისტების გუჩის გენერალურმა დირექტორმა სტეფანო კანტინომ.
ბალენსიაგას მოდის სახლს ჯერ არ დაუსახელებია, დემნა გვასალიას შემცვლელი, ბოლო ჩვენება მას 6 ივლისს ექნება.