“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და “ლეიბორისტული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატის გუშინდელ დაპირისპირებას, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება მიხეილ ქუმსიშვილისთვის განმარტებას აკეთებს:
“ახლა ვუყურე ლეიბორისტი ბიჭის შერკინებას გვარამიასთან. გავიტანჯე. ნახევარი საათი უხსნიდნენ მარტივ რამეს – როგორ შეიძლება თბილისში აიღოს პარტიამ 8% და საქართველოს მაშტაბით 2. მაინც ვერ გაიგო. მნიშვნელოვანი იმიტომ არის ამის განმარტება, რომ ქოცების კუჭავასაც გაუხარდა, იფსოსის კვლევებში ნახეთ რა ხარვეზებიაო. არ უნდა ამას უმაღლესი მათემატიკა და დიდი გამჭრიახობა. ერთხელ უკვე მომხდარი და შემდგარი ამბავია:
ავიღოთ 2020–ის არჩევნების შედეგები: გირჩმა სულ აიღო 55 598 ხმა, რაც საქართველოს მაშტაბით აღმოჩნდა 2.89%. მიღებული ხმების დიდი ნაწილი – 36 073 გირჩმა აიღო თბილისში და საზღვარგარეთ, ანუ პროცენტულად ამ ოლქების დაახლოებით 8%. დანარჩენი საქართველოს ოლქებში აიღო საშუალოდ 1%.სულ არჩევნებში მივიდა 1 970 540 ადამიანი. გირჩის მიერ ჯამში მიღებულმა ხმებმა შეადგინა ამ საერთო რაოდენობის 2.89%. შეჭამა თბილისის ხმები დანარჩენმა საქართველომ და გასაშუალოებული ასე გამოვიდა. ნიკა გვარამია გავიტანჯე კაცო, გავიტანჯე. დამაწყდა ნერვები. ავდექი და დავღეჭე როგორც შემეძლო. ეს გაუგზავნე და ამასაც თუ ვერ გაიგებს მაშინ უკვე აღარ ვიცი, ” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
გვარამია ქუმსიშვილს: შედეგი დამიწერეთ და მესამეზე ამიყვანეთ უთხარით იმას, ვისთანაც გაგსვლიათ