პარტია “გახარია- საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება:
“სააკაშვილს გვერდით ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სრულად სამართალი”- მეზვრიშვილი.
აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა:
არ მჯერა რომ კომენტარებს მიშლის😂 ამიტომ აქ ვუპასუხებ.
მიშას და ბიძინას გვერდით გახარიაც ჯდება? მაგალითად 20 ივნისისთვის.
ნათია მეზვრიშვილი ადეიშვილის პროკურატურის კადრია. 2007-2009 წლებში მუშაობდა ქალაქის პროკურატურაში რომელიც მაშინდელი ბრალდებებით პოლიტიზირებული იყო.
რატომ არ დატოვა ადეიშვილის პროკურატურა თუნდაც იმედში შევარდნის გამო?! ანუ სააკაშვილი რომ “დანაშაულებს ჩადიოდა” ამ დროს რა უნდოდა ადეიშვილის უწყებაში სადაც 2012 წლის ბოლო დღემდე იყო.
ცალმხრივი პარტნიორობა, თუნდაც ეს იყოს დროებითი არ არსებობს მეგობრებო! და არც იარსებებს!”- წერს ჟურნალისტი.