Wednesday, December 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს

March 12, 2025
შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უწყება, არცერთ შემოსულ შეტყობინებას/წერილს/განცხადებას არ ტოვებს შესაბამისი რეაგირების გარეშე – ამის შესახებ შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მ/წ 11 მარტს, ონლაინ გამოცემა „კომერსანტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს დედაქალაქის მასშტაბით სერვის ცენტრების გაუქმების შემდეგ, გადასახადების გადამხდელები მომსახურების მიღების პროცესში სირთულეებსა და პრობლემებს აწყდებიან.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული მომსახურებების აქტიურად და მარტივად მიღების/მოთხოვნის შესაძლებლობამ მნიშვნელოვნად გაზარდა დისტანციური სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი, რომელიც უკვე 90%-ს შეადგენს. ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მეწარმე სუბიექტი იხდის განახევრებულ საფასურს. ელექტრონული იდენტიფიკაციისა და სანდო სერვისების განვითარება სრულად შეესაბამება შემოსავლების სამსახურის 2021-2024 წლის სტრატეგიას.

დამატებით განვმარტავთ, რომ საქართველოს მასშტაბით, ფიზიკური ვიზიტის საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება უზრუნველყოფილია 13 სერვისცენტრისა და 16 წარმომადგენლობის საშუალებით.

რაც შეეხება ონლაინ გამოცემა „კომერსანტის“ მიერ გავრცელებულ კონკრეტულ შემთხვევას შემოსავლების სამსახურმა დაიწყო მოკვლევა, თუ რა გახდა მოთხოვნილი ცნობების გაცემის სავარაუდო შეფერხებისა და გაუგებრობის მიზეზი. მედია გამოცემაში ნახსენებ ბიზნესმენს ვთხოვთ, დაუკავშირდეს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299 და სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდოს ზუსტი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უწყება, არც ერთ შემოსულ შეტყობინებას/წერილს/განცხადებას არ ტოვებს შესაბამისი რეაგირების გარეშე.

აქვე შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299, ასევე ისარგებლონ – RS ჩათის მეშვეობით (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან -18:00 საათამდე), ან დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge უკვე არსებული 520 ელექტრონული სერვისით, ხოლო ისეთ სერვისებზე, რომელზეც არ არსებობს ელექტრონული განცხადება, ნაცვლად ფიზიკური მომსახურების სივრცეში ვიზიტისა, შეუძლიათ დისტანციურად მოგვმართონ კომუნიკატორის ჩანართის მეშვეობით.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ სთხოვს მედიასაშუალებებს, სტატიის მომზადებისას, შესაბამისი განმარტების მიღების მიზნით, დაუკავშირდნენ უწყებას და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 16 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში – განახლებული პროგნოზი
  • გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge