Wednesday, December 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორია 24 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ზუგდიდში პოლიციელი შეეჯახა?

March 12, 2025
როგორია 24 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც   ზუგდიდში პოლიციელი შეეჯახა?

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, პოლიციელი 24 წლის ახალგაზრდა კაცს ავტომანქანით დაეჯახა – ირკვევა, რომ დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

შემთხვევა გუშინ, 11 მარტს მოხდა.

დაშავებულის ნათესავები ამბობენ, რომ პოლიციელი კობა კვინტაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს.

„შემთხვევა მოხდა წუხელ, დაახლოებით 19:00 საათზე, სოფლის ცენტრში და როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა შსს დარჩელის საუბნო პოლიციის თანამშრომელი კობა კვიტანძე, სხვა ავტომანქანასთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით გადავიდა ტროტუარზე და დაეჯახა 24 წლის მურმან კალანდიას, რომელიც გადააგდო დიდ მანძილზე.

თვითმხილველებმა გვითხრეს, რომ კობა კვიტანძე იყო მთვრალი, რაც დამიდასტურეს სხვა მაღალჩინოსანმა პოლიციელებმაც.

მურმან კალანდიას ჩაუტარდა თავის ტვინის ნეიროქირურგიული ოპერაცია. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა არის უმძიმესი და აქვს მეოთხე ხარისხის კომა.

მურმანს ჰყავს ორსული ცოლი და მძიმე შრომით ირჩენდნენ თავს“, – ამბობს “ბათუმელებთან” დაშავებულის ახლობელი, მაია კალანდია.

მისი თქმით, კობა კვინტაძე ერთ-ერთი პოლიციელია, რომელიც ზუგდიდის საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაჯარიმებული პირების სასამართლო პროცესებზე ცრუ ჩვენებს აძლევს პროტესტის მონაწილე პირების წინააღმდეგ.

პოლიციელების ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე საუბრობს აქტივისტი მარიამ სიჭინავაც, რომელიც ამ ფაქტს გამოეხმაურა ფეისბუქში.

რადგან ასე გახმაურდა ამბავი, პოლიციელზე, რომელიც ნასვამ
მდგომარეობაში, 24 წლის ბიჭს დაეჯახა.
კი, ჩემი დამკავებელი და ცრუ მოწმე იყო, მაგრამ ეს ამ ყველაფერთან საერთოდ არაფერ შუაშია.
მთავარი ამბავი არის ის, რომ ზუგდიდში აქციებზე არაერთხელ გვინახავს პოლიციელი, რომელიც ნასვამია და ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას.
მსგავს მდგომარეობაში იყო სოფ. ნარაზენის პოლიციის უფროსიც, რომელიც ჯერ დამემუქრა რომ დამმარხავდა და შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა.
პოლიციელების სიმთვრალეს აქვს სისტემური ხასიათი, ისინი სარგებლობენ იმ ძალაუფლებით, რომელიც მუნდირის ტარებით მიიღეს და მართავენ მანქანებსაც.
საშინელება მოხდა და ამ საშინელებაზე პასუხისმგებლობის ნაწილი სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნებს და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსობასაც ეკისრება.
ტრაგიკულ შედეგამდე იმიტომ
გავედით, რომ თავის დროზე, აქციაზე მყოფ მთვრალ პოლიციელებს გადააფარეთ ხელი, მანქანის მართვის უფლება მიეცით.
ამ დაუსჯელობის სინდრომით აღტკინებულ-გაჯეჯილებული პოლიციის შედეგს ვიმკით ახლა”- წერს სამოქალაქო აქტივისტი.

ირკვევა, რომ ავტოავარიის მონაწილე პოლიციელი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 16 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში – განახლებული პროგნოზი
  • გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge