ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“პოლიტიკური პასუხისმგებლობის გააზრებით ვწერ და ასე შევხედოთ ამ საკითხს. მე ვიცი ჩვენი შეცდომები, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დეჰუმანიზაცია, ადამიანური სახის წართმევა რუსების ამოცანა იყო. “ქოცებმა” იმდენი საზიზღრობა წერეს, მოიგონეს, რომ პროპაგანდის ნიაღვარმა წალეკა ფაქტები და შეფასების რაციონალურობა დაგვიკარგა.
2012 წლიდან ნაციონალური მოძრაობის 14 ათასი წევრი დაიკითხა პროკურატურაში. უმაღლესმა პირებმა 9, 7, წ წლიანი სასჯელები მოიხადეს.
ერთი მარტივი შედარება გავაკეთოთ: ივანიშვილმა მხოლოდ მისი ოფშორებით 400 მილიონი მოპარა საქართველოს.
ამის საპირისპიროდ, ყოფილ პრეზიდენტს 9 წელი მიუსაჯეს, რომელიც ისედაც ციხეშია.
რაც არ უნდა იყოს, მეც ამაყი ვარ, რომ ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობის დროს, ბევრ ადამიანთან ერთად, რუსებისთვის მართლა არ ჩაგვიბარებია ეს ქვეყანა და სანამ სული მიდგას, რუსების წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებ.” – წერს ხატია დეკანოიძე.