ბიზნესმენების – გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის – საქმეზე საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„ბრალდებულების – გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის და მათთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდებულების – გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიერ არაერთხელ დაირღვა გირაოს გამოყენების პირობა. კერძოდ, მიმდინარე პროცესებზე ბრალდებულები არასაპატიო მიზეზით რამდენჯერმე არ გამოცხადდნენ სასამართლოში მათი ბრალდების საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და მათ ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ სასამართლოსთვის რაიმე სახის შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. შესაბამისად, ბრალდებულების მიერ დარღვეულია გირაოს გამოყენების პირობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსესებთ, ჩიკვაიძე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააპატიმრეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებს გაეცანით ბმულზე.