5 დღის წინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ტრაგედია დატრიალდა – მამაკაცი, რომელიც “ფორდის” მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს, მტკვარში გადავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი 24 წლის გიგი ზარანდია აღმოჩნდა. მას ხვალ მშობლიურ ხობში დაკრძალავენ.
გიგის შესახებ ambebi.ge-ს მისი მეზობელი და ნათესავი ჯაბა თოლორდავა გვესაუბრა:
“ამ ტრაგედიის ირგვლივ უამრავი ჭორი ტრიალებს, თითქოს გიგიმ განზრახ მოიკლა თავი, აზარტულ თამაშებს თამაშობდა და ა.შ. გიგის ჩვეულებრივ აუგეს წესი. მას გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ 3 წლის უკან, მარტის თვეში და დაახლოებით იმავე ადგილას, მას მოტოციკლით ავარია მოუხდა (გიგი მოყვარული ბაიკერი იყო) და დაახლოებით 2 თვე კლინიკაში იწვა, აქედან რამდენიმე ხანს კომაშიც იყო. მისი გადარჩენის შანსი მინიმალური იყო, ყველანი მისი გადარჩენისთვის ვლოცულობდით. ავარიის შედეგად გიგის თავი ჰქონდა დაზიანებული. გამოკეთების მერე ამ შემთხვევამ მას გარკვეული პრობლემები დაუტოვა – პერიოდულად ითიშებოდა, მაგრამ იმდენად მუშაობდა საკუთარ თავზე, ამას არ იმჩნევდა, მაქსიმალურად ცდილობდა ყოფილიყო სამაგალითო ახალგაზრდა, მეგობარი, შვილი… ” – განაგრძეთ კითხვა