საქართელოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში “ნოესთან” მისი მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის შესახებ ისაუბრა:
“ნუნუკა სკოლაში გავიცანი, მერე გვქონია ამ თემაზე საუბარი, თითქოს რაღაც რომ გაქვს დამახსოვრებული თავში, თავიდანავე დავიჯერე, რომ ეს გოგო ჩემი მეუღლე უნდა გახდეს, მიზანი დავისახე და მოხდა ასე… მასაც იგივე უთქვამს, ისეთი განცდა მქონდა, რომ შენ ჩემი ქმარი უნდა გამხდარიყავიო.
შემდეგ უნივერსიტეტი იყო, ის სწავლობდა საერთაშორისო სამართალზე, მე საერთაშორისო ურთიერთობებზე, (ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში), რომ იტყვიან – ერთად დავისახეთ მიზანი…
გრძნობაში რომ გამოვუტყდი ალბათ 18 წლის ვიყავი. მისგან სრული კომფორტი მქონდა და მაქვს… ისე მოხდა, რომ მან თავის ცხოვრება მე და შვილებს მოგვიძღვნა, არ უმუშავია, ასე თვითონ გადაწყვიტა, მე მქონდა შეთავაზება, მანამდეც, მაგრამ ასე თავად არჩია, რომ უფრო მეტი დრო შვილებს დაუთმოს.
ძალიან კარგი მრჩეველია, მას აქვს გამძაფრებული ინტუიცია შვილების, ჩემს მიმართ და ყოველთვის გრძნობს ჩემს გარშემო არასწორ ადამიანებს, მარწმუნებდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის მართალი იყო, ” – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ნოე სულაბერიძესთან ინტერვიუში.