ქართველი მორაგბის, ლუკა მატკავას 28 წლის ძმა, ნიკა მატკავა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
მატკავა სახლში მარტო იყო.
დაღუპულის თანაკლასელმა „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა: „არ ვიცი დეტალები, ახლა გავიგე ეს თავზარდამცემი ამბავი. ნიკა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ერთ კლასში ვსწავლობდით. გამორჩეული ადამიანი იყო. ძალიან თბილი და მოსიყვარულე. ერთი ძმა ჰყავს, მასზე უმცროსი – ლუკა. პატარები იყვნენ დედა რომ გარდაეცვალათ. როგორც მახსოვს, მე-8 თუ მეცხრე კლასში ვიყავით ნიკას დედა რომ დაიღუპა.
ძალიან გულსატკენია მისი ასე ნაადრევად გარდაცვალება, ბოლო დროს არ მქონია მასთან ურთიერთობა, სოციალურ ქსელში დიდად არ აქტიურობდა. ახლა გავიგე ეს მძიმე ამბავი. მისმა ბიძამ დაწერა თავის “ფეისბუკის” გვერდზე, რომ ნიკა გარდაიცვალა გაზის გაჟონვის შედეგად.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველას, ვისაც ნიკა უყვარდა.“
„ნიკა როგორ მტკივა გული არ მჯერა რომ აღარახარ შენ ხომ სიცოცხლე ძალიან გიყვარდა .რატომ ღმერთო რატომ“, – წერს სოციალურ ქსელში მანანა ფარქოსაძე.