დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ე. წ. „პიჯაკების საქმის“ სასამართლო პროცესია.
სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ჩაერთო.
„მე მასამართლებს ის ხალხი, რომელიც ანადგურებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, რომელიც ყოველდღე ღალატობს საქართველოს, რომელმაც სრულიად დაუცველი დატოვა საქართველო უზარმაზარი გარე საფრთხის წინაშე მასამართლებს იმ ადამიანს, რომელმაც დაასრულა პრორუსი რეჟიმის ბოგინი აჭარაში. იმ ადამიანს ვინც ააშენა ბათუმი, იმ ადამიანს, რომელმაც ტურიზმი გაზარდა 50 000-დან შვიდ მილიონამდე, იმ ადამიანს, რომელმაც საქართველო აქცია ბიზნესის კეთების თვალსაზრისით 127-ე ადგილიდან მე-7 ადგილამდე.
ამ ადამიანს ასამართლებთ და უპირებთ პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობის მისჯას, რომელმაც საქართველო ამოვათრიე პრაქტიკულად ჭაობიდან და ვაქციე მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძ ქვეყნად. თქვენ მე კი არ მასამართლებთ, თქვენ საქართველოს იდეას ასამართლებთ, საქართველოს წარმატებას ასამართლებთ, სჯით იმ ადამიანს, რომელმაც საქართველოს სასწაული შექმნა“, – თქვა სააკაშვილმა.