კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ირაკლი კობახიძის მიერ თემურ ლენგის ქანდაკების გვირგვინით შემკობის ფაქტს სასტიკად აკრიტიკებს და აღნიშნული ქმედებისთვის “ქართული ოცნების” სახეს “უსამშობლოს” უწოდებს:
“ირანში კუბოს ხო სულ თავი ურტყა მართლა ამ უსამშობლომ და უჯიშომ და ეხლა თემურ ლენგის ძეგლს მისჩერებია მოწიწებით. ფუ, მართლა რა – ოღონდ ბიძინას უკანალში ხოშიანად იყვნენ და თემურ ლენგის საფლავზეც ცხარე ცრემლით იტირებენ. ქოცები ვინც წაიკითხავთ ამ სტატუსს და თუ რამე ორი უჯრედი დაგრჩათ თავში, ან რამე ნამუსის ნატამალი – თქვენ თავს ჰკითხეთ – თემურ ლენგის ძეგლთან ასე უნდა იდგეს საქართველოს რომელიმე ოფიციალური პირი ოდესმე? თემურ ლენგის ძეგლია რასაც ხედავთ, ძაღლისშვილი თემურ ლენგის. ამასაც ვინც გააპრავებთ და თქვენი მართლა უნამუსო და უჯიშო რა…..”- წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.