Saturday, May 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

მხოლოდ კოვიდის გადატანის ხარჯზე სანდო, დამცველი იმუნიტეტის იმედად ყოფნა საკმარისი არაა… დასკვნა ცალსახაა… – რევაზ ბოჭორიშვილი

September 26, 2021
მხოლოდ კოვიდის გადატანის ხარჯზე სანდო, დამცველი იმუნიტეტის იმედად ყოფნა საკმარისი არაა… დასკვნა ცალსახაა… – რევაზ ბოჭორიშვილი

მხოლოდ კოვიდის გადატანის ხარჯზე სანდო, დამცველი იმუნიტეტის იმედად ყოფნა საკმარისი არაა. ყველას არ ექნება ასეთი იმუნიტეტი, მხოლოდ აცრა, ან გადატანის შემდგომ დამატებით აცრა იცავს 90 % ით – ამის შესახებ ექიმი, საფრანგეთის ქ. კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“არა, კოვიდისშემდგომი, ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არაა აცრის შემდგომ იმუნიტეტზე უფრო ძლიერი.

ტულუზას უნივერსიტეტში შეისწავლეს ამ ქალაქის საავადმყოფოებში მომუშავე 8 758 ადამიანის პოსტ კოვიდური და კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდგომი იმუნიტეტი, კოვიდით ინფიცირებისა და რეინფიცირების მაჩვენებლებთან მიმართებაში, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის აპრილამდე. შედეგები გამოქვეყნდა 20 სექტემბერს, Journal of Infection https://www.journalofinfection.com/…/S0163…/fulltext –ამ კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდის გადატანიდან 3 თვეში კვლევაში მონაწილეთა 79,3 % ის ანტისხეულების მაჩვენებელი მინიმალურ ზღვარზე ჩამოდის.

კველევის მონაცემების საფუძველზე გამოიყო ანტისხეულების 3 ზღვარი:
ანტისხეულების ზღვარი ტოლი ან ნაკლები 141 ერთ/მლ ზე – კოვიდისგან დაცვა 12,1 %-ია.

ანტისხეულების ზღვარი 141 სა და 1700 ერთ/მლ ს შორის – კოვიდისგან დაცვა 90 % ია, განსაკუთრებით მძიმე ფორმებისგან.

 ანტისხეულების ზღვარი 1 700 ერთ/მლ ზე უფრო მაღალი- კოვიდისგან დაცვა 100% ია, ანუ ამ ჯგუფში ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ანტისხეულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა კოვიდგატანალ აცრილებში (საფრანგეთში კოვიდის გადატანის შემდგომ მხოლოდ ერთი დოზა კეთდება). ზოგს 147 000 ერთ/მლ დაუდგინდა!

 აცრის მეორე დოზის გაკეთების შემდგომ, აცრიდან ერთ თვეში ყველა აცრილს აღენიშნებოდა 141 ერთ/მლ მეტი, ანუ ყველას მინიმალურ ნიშნულზე მეტი. მაშინ როდესაც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამ ზღვარზე ჩამოდის კოვიდის გადატანიდან 3 თვეში კვლევაში მონაწილეთა 79,3 % .

დასკვნა ცალსახაა, მხოლოდ კოვიდის გადატანის ხარჯზე სანდო, დამცველი იმუნიტეტის იმედად ყოფნა საკმარისი არაა. ყველას არ ექნება ასეთი იმუნიტეტი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ყველა ვერ გადაიტანს კოვიდს ან ხანგძლივი კოვიდით გაიტანჯება. მხოლოდ აცრა, ან გადატანის შემდგომ დამატებით აცრა იცავს 90 % ით, განსაკუთრებით კოვიდის მძიმე ფორმებისგან,” – წერს ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ვაგრძელებთ ახალი სანქციების მზადებას…“ – რას აცხადებს ემანუელ მაკრონი?
  • ძლიერი ქარი, ღრუბლიანობა – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
  • საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge