Thursday, December 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სანდრო ქინქლაძემ ქვეყანა დატოვა – რას წერს აქტივისტი?

March 8, 2025
სანდრო ქინქლაძემ ქვეყანა დატოვა – რას წერს აქტივისტი?

სანდრო ქინქლაძემ ქვეყანა დატოვა – სამოქალაქო აქტივისტი ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე წერს. ქვეყნის ევროპული და თავისუფალი მომავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდა იტყობინება, რომ გადაწყვეტილება მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.

“ცოტა გრძლად თუ ცოტა მოკლედ ჯერ არ ვიცი როგორ გამომივა ამ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ დავიწყებ დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო. სამოქალაქო აქტივისტი ვარ 2017 წლიდან რაც ბავშვთა სამყარო დაიწვა და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და მეორედ როცა 2023 წლის 7 მარტს რუსული კანონის წინაღმდეგ დავდექი რუსთაველის გამზირზე 17 წლის ასაკში გავანალიზე, რომ რუსეთისკენ იმაზე ჩქარა მივექანებით ვიდრე ამას წარმოვიდგენდი იმ დღის მერე არ გავჩერებულვარ, არ დამისვენია ყოველ დღე ჩემს მაქსიმუმს ვდებდი ცვლილებებისთვის სიცივეში სიცხეში რუსთაველის გამზირზე ვიდექი ღამე ქუჩაში ვხატავდი საპროტესტო წარწერებს სოციალურ ქსელებში ვეძებდი და ვავრცელებდი ინფორმაციებს, ვიბრძოდი რეჟიმის ყველა უსამართლო გადაწყვეტილების თუ ქმედების წინაღმდეგ, გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და მათან ერთად ყიველდღიურად ვცდილობდი ცვლილებების დაწყებას ამ ქვეყანაში.

შემდეგ გავიცანი ჩემი აწ უკვე მეუღლე ელენე ხუბულავა და მასთან ერთად გავაგრძელე ეს ბრძოლა მოგვიანებით მისი სახლიდან გამიტაცეს დამატყვევეს ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად გამისწორდნენ. მომისაჯეს პატიმრობა, გამივედი და გამოვიყოლე არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემა და ტრამვა თუმცა არ გავჩერებულვარ. დღე რესტორანში ვმუშაობდი, ღამე კი რუსთაველზე ვიდექი. ამ ყველაფრის მერე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთი. ჯერ უიმედობამ შემიპყრო, მერე ხელისუფლებამ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის თვალთვალი.

ჯერ ელენეს დაყვებოდნენ ყველაგნ, სადაც კი წავიდოდა, მერე დედამისის თვალთვალიც დაიწყეს და საბოლოდ დედაჩემის ფოტო გამიმიგზავნეს თუ როგორ მიდის სამსახურში. შემდეგ მე დამხვდა ორი ჩაბურული შკოდა და იარაღის დამიზნებით გამაცილეს უბნიდან. კიდევ ბევრი რამ, თუმცა მოკლედ რომ ვთქვა დიდი ზეწოლა და სტრესი გამომატარეს. პატიმრობის მერე საბოლოდ გადავწყვიტე, რომ დავტოვო ქვეყანა და ჩემს მეუღლესთან ერთად აქ მაინც შევძლო მშვიდ და სამართლიან გარემოში ცხოვრება სადაც არ მექნება იმის შიში რომ სადმე მომკლავენ ან დამიჭერენ. იმედი მაქვს მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი თუმცა ამჯერად ამ ბრძოლაში მე ვეღარ ვიქნები ჩემი მეგობრების ახლობლების გვერდით და ვერ დავტკბები სცენით სადაც ყველა ერთმანეთს ეხუტება და ამდენი წიკაის და გაზიზს ცრემლების მერე სიხარულის ცრემლებს ვერ ვნახავ. ვერ ვნახავ დედაჩემს რომელიც მეტყვის აწი მაინც ხო დაეტევი სახლში და მეისვენებ.

ბოდიში რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ. იმედია გამიგებთ “, -წერს სანდრო ქინქლაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამ წუთებში, ქუთაისში, სავაჭრო ობიექტების ტერიტორიაზე ხანძარია – ვითარება ადგილზე
  • “დავიხოცეთ, ვინც შევესწარით ამ ტრაგედიას“- რას ამბობენ თვითმხილველები ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე
  • ხვიჩა კვარაცხელიამ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში გაიტანა – პსჟ-მ „ფლამენგო“ დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge