ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მოსამართლე, დავით გელიაშვილთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ღიმილის ბიჭების პროცესია. დარბაზი, რომელიც 150 ადამიანს იტევს სავსეა. ერთ სკამზე ორი ადამიანიც კი ზის.მოსამართლეა დავით გელიაშვილი, რომელმაც პროცესი თითქმის ორი საათის დავვიანებით დაიწყო.სხვათაშორის ამ კაცს კარგი რეპუტაცია ჰქონდა. რა სამწუხაროა რომ კლანის წევრი გამხდარა, სხვანაირად ამ საქმეს არავინ მისცემდა.სინდისის ყველა პატიმატი იცინის. ძალას ასხივებენ. მოწყენილობა, დაღლილობა ნული. ამის სანახავად ვარ აქ. მათი ემოციების, ამ პროცესზე სხვა მოტივაციით დასწრების სურვილი სიგიჟეა.კითხვაზე გრძნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? ყველა პატიმრის პასუხია – არა!დანარჩენი ჯერ არაფრის მომცემი რუტურუტუა. საინტერესო თუ იქნება რამე კომენტარებში დავწერ.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.