“ბაჩიაშვილი ფლობს სერიოზულ კომპრომატს, რაც შესაძლოა, გახდეს არათუ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საფუძველი, არამედ შესაძლოა, ივანიშვილი კრიმინალში ეჭვმიტანილიც კი გახადოს“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი საგარეო ფრონტზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კერძოდ, ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ბაჩიაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რამაც შესაძლოა, ივანიშვილის აქტივების სრული გაყინვის წინაპირობა შექმნას.