ინდოეთში 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მიწისძვრამ ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის და მიანმარის ნაწილი შეარყია, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. თუმცა, მსხვერპლის ან მნიშვნელოვანი ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.