Wednesday, August 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ – რა უნდა ვიცოდეთ გამგზავრებამდე?

March 5, 2025
ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ – რა უნდა ვიცოდეთ გამგზავრებამდე?

ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ეს გზას გაუხსნის ციფრული სასაზღვრო სისტემის თანდათანობით დაწყებას. ეს არის ბლოკის ავტომატიზირებული რეესტრი მოკლევადიანი მოგზაურებისთვის.

შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს, სავარაუდოდ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.

წევრ სახელმწიფოებს ახლა ორი ვარიანტი ექნებათ: ახალი სისტემის დაწყება ერთდროულად, ან დაიწყონ იგი რამდენიმე ფაზაში ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. გარდამავალი პერიოდის დასასრულს, სასაზღვრო გადაკვეთის ყველა რეგისტრაცია უნდა მოხდეს შესვლა/გასვლის სისტემით.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა პოლონეთი, უხელმძღვანელებს მოლაპარაკებებს ევროპარლამენტთან, შესწორებული კანონის შესახებ საბოლოო შეთანხმებისთვის, რომელიც სავარაუდოდ შეუფერხებლად მოხდება. სისტემა წევრ სახელმწიფოებს უზრუნველყოფს სრულიად ახალი ინსტრუმენტებით, რომ გააკონტროლონ, ვინ შედის და გადის შენგენის ზონაში.

როგორც აღინიშნა, ახალი სისტემის მთავარი მიზანია ევროკავშირის გარე საზღვრებში შემოწმების განახლება და პასპორტების ტრადიციული ფიზიკური ბეჭდის შეცვლა. ეს ეხება ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებს, რომლებიც ბლოკში შედიან ვიზიტებისთვის, არდადეგებისთვის ან საქმიანი ვიზიტებისთვის და დარჩებიან საერთო ხანგრძლივობით 90 დღემდე 180 დღის განმავლობაში.

ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ პასპორტები ჩასვლისთანავე, გარდა ამისა, ჰქონდეთ გადაღებული სახის ფოტო და ელექტრონულად სკანირებული თითის ანაბეჭდები. ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის რეალურ დროში გაზიარება მიზნად ისახავს, დაეხმაროს ხელისუფლებას, გაუმკლავდეს მათ, ვინც აცილებს მოკლევადიან ვიზებს და გააყალბებს პირადობას.

ყველა წევრი ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს პროგრამაში, გარდა კვიპროსისა და ირლანდიისა, ასევე პროგრამაში ჩაერთვება ოთხი ქვეყანა, რომელიც დაკავშირებულია შენგენის ხელშეკრულებასთან: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია. კვიპროსსა და ირლანდიაში პასპორტებზე ბეჭდის დასმა კვლავ ხელით გაგრძელდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება! – „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
  • თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას მეოთხე დღეა, ცდილობენ
  • “ყადაღის, რეპრესიების თუ მუქარების მიუხედავად, ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებით შრომას” – 7 არასამთავრობო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge