Saturday, May 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

“დაშვებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები შეადარა და აღმოჩნდა, რომ…” – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

September 24, 2021
ექიმებში დაბნეულობაა… ვაქცინაციის გეგმის კონცეფცია უფრო სადღეგრძელოა, ვიდრე კონკრეტული პრობლემების დანახვა – ბევრი შეცდომებია დაშვებული – გიორგი ფხაკაძე

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირადი გვერდზე წერს:

“საკმაოდ საინტერესო კვლევა ამერიკიდან. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეადარა ამერიკაში დაშვებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტური არის “მოდერნა” – 93%, შემდეგ მოდის “ფაიზერი” – 88% და ჯონსონის ვაქცინა – 71%.

ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ მოდერნა უფრო “მყარი” ვაქცინაა “ფაიზერთან” შედარებით.

დღეს მხოლოდ “ფაიზერმა” მიიღო სრული ავტორიზაცია 16 წლის ასაკის ზევით ადამიანებში და 12-16 წლის ასაკში – გადაუდებელი მოხმარებისთვის. მოდერნა და ჯონსონი არიან გადაუდებელი მოხმარების ვაქცინები 16 წლის ასაკიდან. მოდერნა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიიღებს სრულ ავტორიზაციას ამერიკის წამლის სააგენტოდან.

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტი მტკიცებულებები გვაქვს, რომ “ფაიზერი” და “მოდერნა” საკმაოდ კარგად უმკლავდებიან ამ ვერაგ ვირუსს.

გახსოვდეთ, რომ არც ერთი ვაქცინა არ იცავს 100%-ით და აუცილებელია:

გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე ნებისმიერმა ადამიანმა (აცრილმა და აუცრელმა);

დაიბანოთ ხელები ხშირად;

დაიცვათ დისტანცია და აერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს;

გაანიავოთ შენობები რაც შეიძლება ხშირად;

და, რა თქმა უნდა, აიცერით “ფაიზერით”, სანამ ის ხელმისაწვდომია;

დაეხმარეთ საკუთარ თავს და დაიცავით თქვენი ახლობლები!

იყავით პოზიტიურები და გაეცით სიკეთე და არა ვირუსი!,” – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

https://mix.metronome.ge/21533-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პუტინთან, ამიტომ ვფიქრობ…“ – რას ამბობს დონალდ ტრამპი?
  • „გიორგი გახარიას ეშინია…“ – რას ამბობს ირაკლი კობახიძე?
  • „ვაგრძელებთ ახალი სანქციების მზადებას…“ – რას აცხადებს ემანუელ მაკრონი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge