ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ვენაში ჩავიდა და შეეცადა გაერკვია, ჩაიტარა თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კლინიკა RUDOLFINERHAUS-ში ნარკოტესტი, რომლის შედეგები მან სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.
აღნიშნულს “მთავარის არხის” ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა:
“კარიერას რომ ამ სიუჟეტით გაიმყარებ… როგორ მისდევს იმ კაცს, ეს უნდა ნახოთ. წამოუდგენლად უხერხული ამბავია,” – დაწერა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში.
ეკა კვესიტაძის აღნიშნულ პოსტს კი ტელეკომპანია “POSTV-ის” მთავარი პროდიუსერი შალვა რამიშვილი ეხმიანება:
“ემა “ნაგლაია” გოგოხიას პატრონი რომ ამას წერს…,” – წერს რამიშვილი “ფეისბუქზე”.