“[საქართველოდან გასასვლელად] სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის, ადამიანებიც გამოვიყენე”- – თქვა “TV პირველის” ეთერში თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელმაც ქვეყანა დღეს, 4 მარტს დატოვა.
“სისტემა არის რეალურად მორყეული, არ მუშაობს დაცულად, ძალიან ბევრი ხვრელია და ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებულები, ბოლომდე კარგად გააკეთონ თავისი საქმე. [საქართველოდან გასასვლელად] სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის, ადამიანებიც გამოვიყენე”– თქვა “TV პირველის” ეთერში თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელმაც ქვეყანა დღეს, 4 მარტს დატოვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოქვეყნა, სადაც ის წერს, რომ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ქვეყანას ტოვებს.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.