დღეს, თბილისში, მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მეტეხის ხიდთან, მტკვრიდან ამოყვანილ მანქანაში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
“ჩემი ქალაქი მკლავს” მომხდარის ვიდეო კადრებს აქვეყნებს.
“დღევანდელი ავტოსაგზაო შემთხვევა მეტეხის ხიდზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა
იარეთ ფრთხილად”- წერია პოსტში.