საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით დედის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
„დედებო გილოცავთ დედის დღეს, გილოცავთ თქვენ ვისი შვილები უსამართლოდ პატიმრობაში იმყოფებიან და თქვენთან ვიქნები დღეს ფილარმონიასთან!
დედებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გვაჯობებს, ვერ გაგვაჩუმებს“, – წერს ზურაბიშვილი.