შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებისათვის 2025 წლის დამხმარე კრებულები გამოაქვეყნა.
ქართული ენა და ლიტერატურა
ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში არის შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი და უპასუხოთ ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და წერითი დავალება (უნდა იმსჯელოთ დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც აირჩიეთ წაკითხულის გააზრების დავალებების შესასრულებლად). ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასებაა 60 ქულა, გამოცდის ხანგრძლივობაა 3 საათი.
მათემატიკა
საგამოცდო ტესტი შედგება 41 ამოცანისგან. აქედან პირველი 37 ამოცანიდან თითოეულს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. ტესტის ამ ნაწილში თითოეული ამოცანა ფასდება 1 ან 0 ქულით. 1 ქულა იწერება სწორი პასუხის მითითებისთვის. ამოცანებში ოცდამეთვრამეტედან ორმოცდაერთის ჩათვლით დადებითი შეფასების მისაღებად საკმარისი არ არის მხოლოდ სწორი პასუხის მითითება – აუცილებელია ამოცანის ამოხსნის სრული გზის ჩაწერაც. ტესტის ამ ნაწილის 38 და 39 ამოცანა ფასდება 3 ქულით, 40 და 41 ამოცანა ფასდება 4 ქულით. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა არის 51. განაგრძეთ კითხვა…