“ახლა ერთი კომენტარი ჩამიგდეს….” – პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე სოციალური ქსელის ერთ – ერთი მომხმარებლის პასუხად პოსტს ავრცელებს.
“ახლა ერთი კომენტარი ჩამიგდეს: “ ჯანსუღის ლექსი “მწყურვალისათვის” მიყვარს, მარა ამ თავის შვილს-თაკოს სამშობლოს სიყვარული ვერ ასწავლაო?!”????????ჰოდა 25 თებერვალია დღეს და მამაჩემმა მასწავლა ჯანსუღმა რომ ამ დღეს დაიქცა საქართველოო და დამოუკიდებლობა დავკარგეთ და ასე რომ სჯეროდა “ჰიმნი თავისუფლებას” 1972 წელს სწორედ მაგიტომ დაწერა გაგანია კომუნისტური რეჟიმის დროს და თან დააყოლა “ტყვია მიზანში მოსახვედრია “ თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო”, კრეტინების და მონების, არაო, არც ტურების და ჯაბანი ხალხისო, ჰოდა ეს რომ მასწავლა იმიტომ მიმაჩნია რომ ტროლად ვერავინ გადაგაქცევს, მონად და დუპლეტად იბადები და მერე ყველა ის ადამიანი გეზიზღება ვინც თავისუფლების და სამშობლოს ფასი იცის, რადგან მათ შეგახსენეს რომ არარაობა ხარ თავად და ყველაზე ბევრი რაც შეიძლება ჰქნა ვიღაცის დაქირავებული რწყილი იყო, რომელსაც უთუოდ საკუთარი დამქირავებელი”პატრონი” შეწამლავს “დუსტით”. ჰოდა ისევ ჯანსუღის ლექსით ვუპასუხებ,
ესეც 1972 წელს არის დაწერილი:
“ უნებურად თავის ქნევას
საბა არქმევს კანტურს,
ვეფხვის ერთი დღე გერჩიოს,
ასიათას კატურს.
თუ არა გწამს, ნუ დაუქნევ-
გეპყრას კერპის კვერთხი,
თუ მოკვდი და, ხომ იქნება,
ის ერთი დღე ვეფხვის.”
რამე “გეიგეთ” ტროლებო?!
მეტი არაა ჩემი მტერი, რამე შევიდეს თქვენს გაბითურებულ ტვინში????”- წერია პოსტში.