საბადურის ტყეში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ორი პირი. ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.