„გაერთიანებული სამეფოს სრული მხარდაჭერა გაქვთ“ – ამ სიტყვებით მიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრის დასაწყისში.
დაუნინგ სტრიტზე ზელენსკისა და სტარმერის შეხვედრა მიმდინარეობს.
“ჩვენ მზად ვართ ბოლომდე ვიყოთ უკრაინის გვერდით, დიდი ბრიტანეთის ხალხი უკრაინის ერთგულია.
დიდ ბრიტანეთს აქვს აბსოლუტური და ურყევი გადაწყვეტილება, მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც ჩვენ ორივეს გვსურს, კერძოდ, უკრაინის გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე”- თქვა სტარმერმა.
“დიდი მადლობა, კირ, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მადლობა ბრიტანელ ხალხს ომის დაწყებიდან მხარდაჭერისთვის. და მოხარული ვარ, რომ მეფე დათანხმდა ხვალინდელ შეხვედრაზე” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში დღეს, აშშ-დან ჩავიდა.