ბუნდოვანი გაუჩინარება აჭარაში – უკვე ორი კვირაა, პოლიცია 26 წლის დაკარგული ქალის და მისი მცირეწლოვანი ბავშვის კვალზე ვერ გადის. დედა-შვილი ბოლოს 20 თებერვალს ნახეს.
თინათინ ცინცაძის დედა ამტკიცებს, რომ ქალი ქმართან კონფლიქტის შემდეგ გაუჩინარდა. საქმეს აჭარის პოლიცია იძიებს, სადაც ოჯახს ამ დრომდე ვერ ეუბნებიან, რა ეტაპზეა გამოძიება.
დაკარგული ქალის დედა ეჭვობს, რომ შეიძლება ქმარს ჰყავდეს ჩაკეტილი სადმე ცოლ-შვილი და ტელეფონსაც არ აძლევდეს, რომ ვინმესთან კავშირზე არ გავიდეს. ამის თქმით საფუძველს მას ის გარემოება აძლევს, რომ მისმა სიძემ ჩვენება რამდენჯერმე შეცვლა.
ირკვევა, რომ პირველ ჩვენებაში კაცმა პოლციიას უთხრა, რომ ცოლ-შვილი დასასვენებლად გაუშვა, თუმცა რამდენიმე დღეში, ის განმეორებით მივიდა პოლიციის განყოფილებაში და თქვა, რომ მისი ცოლის კვალი გაუჩინარებული იყო. ამ ინფორმაციას “პირველებს” დაკარგული ქალის დედა აწვდის.
ბოლო კონტაქტი იყო 20 თებერვლას, მესენჯერზე მივწერე, რომ ბათუმში ჩამოვდივართქო. კონფლიქტი ჰქონდათ ცოლ-ქმარს, ერთი კვირა ქმარი მთვრალი დადიოდა. ჩხუბი მოსვლიათ ოჯახში. რა მოხდა ნამდვილად არ ვიცი. ამის მერე ჩემი შვილის კვალი ქრება. ერთი ხელი ტანსაცმელი რაც ეცვათ მხოლოდ იმით არიან, არაფერი სახლიდან წაღებული არ აქვთ. პოლიციაში რომ შევდივართ, კანკალებს. რატომ კანკალებ, მეთქი ვეუბნები და ხმას არ იღებს. იმ პოლიციაში ერთი და იგივეს მეუბნებიან როცა შევდივარ. შეიძლება თავის ქმარსაც ჰყავს სადმე გადამალული და შეიძლება ტელეფონი აქვს ჩამორთმეული, რომ კავშირი არ არის”, – ამბობს გაუჩინარებული გოგოს დედა.
წყარო