რა გახდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს ატყობინებენ, გაფრენა-ჩამოფრენის ორივე დარბაზი დაცლილია.
გამოგზავნილ ვიდეომასალაში ჩანს, რომ შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, განგვიცხადეს, რომ “თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სუს-ი უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებს”.
არაოფიციალური ინფორმაციით კი აეროპორტში ასაფეთქებლის არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება.