ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გურიიდან კადრებს ავრცელებს და წერს,რომ მეზობლის დასახმარებლად გასულ ადგილობრივებს სახლი გადამწვარი დახვდათ.
“ეს ამბავი გურიაში ხდება
მეზობელ სოფელში სხვების დასახმარებლად იყო გადასული და უკან დაბრუნებულს სახლი დამწვარი დახვდა.
ღია ცის ქვეშ დარჩნენ მცირეწლოვანი შვილი, მშობლები და მეუღლე.
გავხსენით სპეციალური ანგარიშები.
მივმართავ კომპანიებს, მოგმართავთ ყველას ვისაც რა შეგვიძლია. 🫂
ნანუკას ფონდმა ყოველდღიური საჭიროებებისთვის 5 ათასი ლარი ჩაურიცხა.
ანგარიშის ნომრები კომენტარებშია. დანიშნულებაში ჩაწერეთ, ბექასთვის”- წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.