ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა “The Talk შოუ”-ში იმ უსიამოვნო გამოცდილების შესახებ ისაუბრა, რომელიც მას 18 წლის ასაკში გადახდა.
“18 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ტელევიზიაში მოვხვდი, ჩემთვის ეს იყო ოცნების ასრულება. ერთ-ერთ ტელევიზიაში ყოფნისას, სადაც არაჩვეულებრივი უფროსობა შემხვდა, ძალიან კარგი თანაწამყვანი მყავდა, იქ იყო ერთ-ერთი პროდიუსერი, ძალიან არასასიამოვნო პიროვნება. მახსოვს, მე და ჩემი თანაწამყვანი გადაცემის პრომოზე სასაუბროდ მასთან მიგვიყვანეს, (პრომო საკმაოდ თამამი იყო და ამისთვის მორალურად მზად ვიყავი), როდესაც შევედი, ეს პროდიუსერი წამოყირავებული დამხვდა და მეუბნება: – “შეხედე შენ როგორი გოგოა… შენ ეხლა მზად ხარ იმისთვის, რომ ტელევიზია ნიშნავს სექსს?” – ძალიან შემეშინდა, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად არ ვიყავი, საუბარიც ძალიან არასასიამოვნო იყო, ძალიან დამამცირებელი, თავი შევიკავე, არაფერს ვეუბნებოდი, უბრალოდ ვუსმენდი: – “უნდა იყო თამამი, ცოტა გამოაჩინე რაც გამოსაჩენი გაქვს, გვაჩვენებ?” – აი, ასეთი დამოკიდებულება იყო.
იქიდან რომ გამოვედი, ჩემმა თანაწამყვანმა ქალბატონმა მითხრა, ეგ სულელია, არ მიაქციო ყურადღება და სერიოზულად არ აღიქვაო. აი, იმ პრომოს გადაღება, მახსენდება, როგორც ყველაზე შავ-ბნელი დღე. იყვნენ არაჩვეულებრიბი ოპერატორები, რეჟისორი, ყველამ ძალიან კომფორტულად გააკეთა თავის საქმე, ერთადერთი იმის შიში მქონდა, რომ ის პროდიუსერი გადასაღებ მოედანზე არ შემოსულიყო.
რატომ არ ვიჩივლე სასამართლოში? – იმიტომ, რომ ვიყავი 18 წლის, ძალიან მინდოდა ტელევიზიაში მოხვედრა.
არავითარ შემთხვევაში არ გაჩუმდეთ და თავი არავის დააჩაგვირნოთ, თუ გაქვთ დიდი მკერდი, დიდი საჯდომი, გამომწვევად გამოიყურებით, ეს თქვენი არჩევანია, ძალიანაც გიხდებათ და ამის გამო არავის აქვს უფლება შეგავიწროვოთ,” – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
The Talk შოუ -ს მთავარი განსახილველი თემა სექსუალური შევიწროვება გახლდათ.