კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 28 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება გლდანის რაიონის ნაწილს. ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, მარატ ნოზაძის, ლეო კერესელიძის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.